суббота, 3 июля 2010 г.














  1. პროექტის სათაური: წიგნი და კომპიუტერი




  2. პროექტის მოკლე აღწერა:მოსწავლეთა დამოკიდებულების გარკვევა წიგნის კითხვასა და კომპიუტერს შორის

  3. პროექტის სრული აღწერა:წიგნს დიდი როლი აკისრიაახალგაზრდობის აღზრდის საქმეში,ადამიანის ცხოვრება წიგნია და მოზარდმა თაობამ უნდა იკითხოს წიგნი,რათა აღიზარდონ კულტურული და ეროვნული სულისკვეთებით.წიგნთან ურთიერთობა აუცილებელია,მაგრამ სამწუხაროა,რომ დღეს ბევრი ადამიანი ფიქრობს,რომ წიგნი შეცვალა კომპიუტერმა და რომ წიგნს აღარ ჰყავს აქტიური მკითხველი.ამ პრობლემის არსებობის გამო მოსწავლეები გამოიკვლევენ წიგნის კითხვისადმი დამოკიდებულებას თანატოლებში და უფროსი თაობის ადამიანებს შორის. ამით გაირკვევა რა ადგილი უკავია წიგნს მათ ცხოვრებაში. მოსწავლეები მოიძიებენ ინტერნეტში ინფორმაციებს წიგნისა და კომპიუტერის შესახებ.

  4. მონაწილეთა ასაკი:13–15–16


  5. ვადები ხანგრძლივობა:ერთი თვე



  6. პროექტის შესაძლო აქტივობები:მოსწავლეები დაიყოფიან ჯგუფებად მოიძიებენ ინფორმაციას ინტერნეტში. მოაწყობენ სკოლაში მხატვრული კითხვის კონკურსს, გამარჯვებული დაჯილდოვდება ფასიანი საჩუქრით.


7. მოსალოდნელი შედეგები და სარგებელი სხვებისათვის:წიგნის კითხვისადმი ინტერესის გაზრდა,დამოუკიდებელი აზროვნების და უნარ–ჩვევების ჩამოყალიბება და წიგნისა და კომპიუტერის სათანადოდ გამოყენება ცოდნის მიღების მიზნით. პროექტში მონაწილე მოსწავლეები მიაწვდიან ინფორმაციას სხვა მოსწავლეებს წიგნთან დაკავშირებულ პრობლემებზე.


8. სამუშაო ენა: ქართული


9. მონაწილეები სხვა სკოლებიდან:მონაწილეობა შეუძლია სხვა სკოლის მოსწავლეებს, რომლებიც დაინტერესდებიან აღნიშნული პროექტით


10.საგნებთან, საგნობრივ ჯგუფებთან და ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:მოსწავლეები მიეჩვევიან ინდივიდუალურ და ჯგუფურ მუშაობას სკოლის ბიბლიოთეკაში


11. პროექტის ფასილიტატორი:მადონა სანაძე


12ფასილიტატორის ელ ფოსტა:madonasanadze1964@gmail.com


13. პროექტის ვებ გვერდი:msanadze2010blogspot.com